Tuesday, December 11, 2012

შესავალი

საკურსო სამუშაო, მე ვატარებ კვლევას
       რუსეთ-საქართველოს ომი, ასევე ცნობილი როგორც 2008 წლის სამხრეთ ოსეთის ომი, შეიარაღებული კონფლიქტი 2008 წლის აგვისტოში, ერთის მხრივ საქართველოსა და მეორეს მხრივ რუსეთის ფედერაციას შორის, ოსებსა და აფხაზებთან ერთად.
      ომი დაიწყო ქართულ ჯარებსა და რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტთა შორის კონფლიქტით ცხინვალის რეგიონში. ოსური დასახლებების მხრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე განუწყვეტელი საარტილერიო სროლების შემდეგ, 7 აგვისტოს საქართველომ სამხედრო ოპერაცია დაიწყო ქალაქ ცხინვალის ასაღებად. მომდევნო დღეს რუსეთმა, რომელსაც რეგიონში სამშვიდობოები ჰყავდა, ქართველთა იერიშის საპასუხოდ ცხინვალის რეგიონში საკუთარი ჯარების ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა შეიყვანა. პარალელურად, რუსეთმა საქართველოს სხვა რეგიონების საჰაერო დაბომბვაც დაიწყო. რუსებისა და ოსების ჯარები ქართველებს ცხინვალის ბრძოლაში სამი დღე ებრძოდნენ, რაც ომის ყველაზე დიდი და გადამწყვეტი ბრძოლა იყო. რუსულმა გემებმა საქართველოს შავიზღვისპირეთი დაბლოკეს და სახმელეთო ჯარები და პარაშუტისტები გ  ომი დაიწყო ქართულ ჯარებსა და რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტთა შორის კონფლიქტით ცხინვალის რეგიონში. ოსური დასახლებების მხრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე განუწყვეტელი საარტილერიო სროლების შემდეგ, 7 აგვისტოს საქართველომ სამხედრო ოპერაცია დაიწყო ქალაქ ცხინვალის ასაღებად. მომდევნო დღეს რუსეთმა, რომელსაც რეგიონში სამშვიდობოები ჰყავდა, ქართველთა იერიშის საპასუხოდ ცხინვალის რეგიონში საკუთარი ჯარების ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა შეიყვანა. პარალელურად, რუსეთმა საქართველოს სხვა რეგიონების საჰაერო დაბომბვაც დაიწყო. რუსებისა და ოსების ჯარები ქართველებს ცხინვალის ბრძოლაში სამი დღე ებრძოდნენ, რაც ომის ყველაზე დიდი და გადამწყვეტი ბრძოლა იყო. რუსულმა გემებმა საქართველოს შავიზღვისპირეთი დაბლოკეს და სახმელეთო ჯარები და პარაშუტისტები გადმოსხეს დასავლეთ საქართველოში. 9 აგვისტოს რუსულმა და აფხაზურმა ძალებმა მეორე ფრონტი გახსნეს კოდორის ხეობაზე თავდასხმით და დასავლეთ საქართველოს შიდა ტერიტორიებში შეიჭრნენ. ხუთი დღის მძიმე ბრძოლების შემდეგ ქართული ჯარები განდევნილ იქნენ ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან. რუსების მიერ ოკუპირებულ იქნა ქალაქები ფოთი და გორი, სხვა რაიონებთან ერთად. ევროკავშირის თავმჯდომარე საფრანგეთის პრეზიდენტის შუამდგომლობით კონფლიქტურმა მხარეებმა 12 აგვისტოს მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც საქართველომ თბილისში 15 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო რუსეთმა მოსკოვში — 16 აგვისტოს. 12 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უკვე გასცა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება, თუმცა ბრძოლები უმალ არ შეწყვეტილა. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რუსეთმა საკუთარი ჯარების უმეტესი ნაწილი სამეგრელოს და შიდა ქართლის რეგიონებიდან გაიყვანა. თუმცა ამასთან ბუფერული ზონები შექმნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების გასწვრივ და სათვალთვალო პუნქტები დატოვა ფოთში, სენაკსა და პერევში.ადმოსხეს დასავლეთ საქართველოში. 9 აგვისტოს რუსულმა და აფხაზურმა ძალებმა მეორე ფრონტი გახსნეს კოდორის ხეობაზე თავდასხმით და დასავლეთ საქართველოს შიდა ტერიტორიებში შეიჭრნენ. ხუთი დღის მძიმე ბრძოლების შემდეგ ქართული ჯარები განდევნილ იქნენ ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან. რუსების მიერ ოკუპირებულ იქნა ქალაქები ფოთი და გორი, სხვა რაიონებთან ერთად.     ევროკავშირის თავმჯდომარე საფრანგეთის პრეზიდენტის შუამდგომლობით კონფლიქტურმა მხარეებმა 12 აგვისტოს მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც საქართველომ თბილისში 15 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო რუსეთმა მოსკოვში — 16 აგვისტოს. 12 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უკვე გასცა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება, თუმცა ბრძოლები უმალ არ შეწყვეტილა. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რუსეთმა საკუთარი ჯარების უმეტესი ნაწილი სამეგრელოს და შიდა ქართლის რეგიონებიდან გაიყვანა. თუმცა ამასთან ბუფერული ზონები შექმნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების გასწვრივ და სათვალთვალო პუნქტები დატოვა ფოთში, სენაკსა და პერევში.

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო. რუსეთმა დაასრულა გასვლა საქართველოს დანარჩენი ტერიტორიებიდან 8 ოქტომბერს, თუმცა 2009 წლის მდგომარეობით რუსული ჯარების გაძლიერებული გარნიზონები რჩება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში (მათ შორის იმ ტერიტორიებზეც, რომლებსაც ომამდე საქართველო აკონტროლებდა). რამდენიმე ინციდენტი ორივე კონფლიქტური ზონაში კვლავაც ხდებოდა ომის დასრულებიდან რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ. 2009 წლის მდგომარეობით ომში მონაწილე მხარეებს შორის ურთიერთობა კვლავაც უკიდურესად დაძაბულია.                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                 ციტირებულია ვიკიპედიიდან.                      




  მოსკოვმა  7-დან 12 აგვისტომდე 40 000 ჯარისკაცი გადაისროლა საქართველოში. რუსების ამ რეგიონში განლაგებული საერთო ძალა სამჯერ აგემატებოდა საქართველოსას.
   პრეზიდენტმა სააკაშვილმა საომარი მოქმედების ბრძანება 7 აგვისტოს, საღამოს 23:35 საათზე მიიღო, გასცა - იმ მოსაზრებით, რომ ქართული სოფლები დაეცვა...  
    თავდაპირველად, ქართველებმა  გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს: მათი რამდენიმე ქვედანაყოფი თამარაშენში, ცხინვალიდან ჩრდილოეთით განალაგეს, საიდანაც როკის გვირაბის შემოსასვლელის გაკონტროლება შეიძლებოდა. ჩეხური წარმოების, "დანის" ტიპის თვითმავალი დანადგარიდან და ისრაელის "გრადარების" ქვემეხებიდან დაშენილმა ჭურვებმა ნამდვილი პანიკა დათესა როკის გვირაბიდან სამხრეთისკენ მიმავალ რუსულ კოლონაში. 8 აგვისტოს დილისთვის  ქართული ნაწილები უკვე ცხინვალის მნიშვნელოვან ნაწილს და მიმდებარე სიმაგლეებს აკონტროლებრნენ.                                                                                                                                                                                     ციტირებულია რონალდ ასმუსის წიგნიდან "მცირე ომი რომელმაც მსოფლიო შეძრა"  

    აგვისტოს ომში მრავალმა ქართველმა ვაჟკაცმა ისახელა თავი. ციტატა შალვა მისერელის ინტერვიუდან: ტანკების კოლონა იყო გაჭიმული  6 კილომეტრზე. მტერი ერედვის მხრიდან ვანატის შემოვლით შემოვიდა, დაჯგუფებულები მოდიოდნენ. ჩვენი მეორე ქვეითი ბრიგადა იდგა იმ დროს შინდისთან. ჩვენმა უფროსმა გადაწყვეტილება მიიღო გამოეძახებინა ისევ პიონერის ბრიგადა. ცეცხლი გაიხსნა თუ არა რუსების რვა ტანკი იწვოდა და ფეთქდებოდა. მაგრამ ძალიან ბევრნი იყვნენ. ჩვენმა ბიჭებმა, გმირულად იმუშავეს და უკან ცოცხალი ცოტა გაუშვეს.
   
                                                                                       ციტირებულია ucnauri.com-დან   



     რუსი ჯარისკაცის კომენტარი, ქართველების მიერ საარტილერიო დაბომბვისას: "აფეთქება, აფეთქებები, ყველაფერი იწვის, დაიწვა,კიდევ ერთი ჭურვი გვესროლეს. ეს არანორმალურები, ჩვენ მიზანში ამოგებას  დიდხანს აპირებეენ?! მოფრინდნენ, დაგვხედეს, რაკეტა გაუშვეს და გაფრინდნენ, კოლონა გაგვინადგურეს, ტყვიებიც აგარ გვაქვს, მოკლედ უკანასკნელებივით დაგვტოვეს"

                                                                                         ციტირებულია ucnauri.com-დან. 



     მთელი წინააღმდეგობის და მიუხედავათ მძიმე ბრღოლების შედეგად, ქართველები, იძულებულები გახდნენ პოზიციები დაეტოვებინათ... ქართული ჯარი მეტისმეტათ მცირერიცხოვანი იყო რუსეთთან საბრძოლველად. სამხედრო ძალების უპირატესობა კი  ყოველ წუთას იცვლებოდა, სამწუხაროდ, ამ ომში ქართველმა ერმა, ბოლომდე ვერ შეძლო ქვეყნის ღირსეული დაცვა, მაგრამ:
                                       
                                       ნუ შეგაშინებს დრო-ჟამი 
                                       ჩემო სამშობლო მიწავ,
                                       ნურც ჩვენი დაბეჩავება                                                                                                                                                    მშობელს რომ ვეღარ ვიცავთ.
                                       იმედი გქონგეს ხვალისა
                                       შენს სალოცავებს ვფიცავ,
                                       დაიზრდებიან ბალღები-
                                      ალგეთს ლეკვები მგლისა!                                                                                                                                                                   (გ.ჩოხელი)


" მნიშვნელობა არ აქვს , ადრე მოკვდები თუ გვიან, რადგან ბოლო მაინც ეგარის, მთავარია როგორ  და რის გაკეთებას მოასწრებ...."  (გ. დოჩანაშვილი). 
  აგვისტოს ომში ბევრმა ქართველმა ისახელა თავი და მათი სახელებიც ოქროს ასოებით 
ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში, ჩვენი სახელოვანი გმირების გვერდით.

































































































































No comments:

Post a Comment