რუსეთმა განახორციელა შეიარაგებული თავდასხმა საქართველოზე. მისი განადგურებისა და წინსვლის შესაჩერებლად.
აგვისტოს ომმა მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა......
"აგვისტოს ომი" კიდევ ერთი ტრაგიკული ფურცელი საქართველოს ისტორიაში, ამ ომმა კიდევ მრავალი ქართველი აიძულა დაეტოვებინა საცხოვრებელი. დღეს უკვე საქართველოში ყოველი მეთერთმეტე ადამიანი დევნილია.
ამ სურათმა მსოფლიო მოიარა და სრულიარ შეძრა, იგი ხომ ქართველი ერის ტრაგედიას ასახავს.
ალბათ თითქმის ყველამ იცის რაც მოხდა შინდისში. ეს მოვლენა იმის დამადასტურებელია, რომ საქართველოში დღესაც მრავალი გმირია და სწორედ ასეთი გმირები გადაარჩენენ საქართველოს…
2008 წლის დილის 10 საათზე, რუსეთის 53-ე არმიის 70-ე მოტომსროლელი პოლკი ცხინვალის დასატოვებლად ემზადებოდა. ერთ-ერთი ბატალიონის მეთაური გრიგორი ხარიტონოვი ბატალიონ "ვოსტოკის” მეომრებთან საუბრით იქცევდა თავს. მეომრებს შორის იყო ვინმე დროზდოვი, რომელსაც ბატალიონის მეთაურის თქმით, სარატოვში ქართველი მეგობარი ჰყავდა.
-საინტერესო მეგობრობა გცოდნიათ რუსებსა და ქართველებს. შინ ქართველი მეგობარი გყავს, შენ კი მის სახლში იბრძვი. – ჩაიქირქილა ერთ-ერთმა ჩეჩენმა, გვარად იამადაევმა. დროზდოვი აილეწა და მაშინვე გასცილდა იქაურობას.
არმიამ ნიქოზისაკენ აიღო გეზი. როდესაც ისინი მშვიდად მიდიოდნენ გზაში, უეცრად კოლონა ქართული არტილერიის ცეცხლის ქვეშ მოექცა. თავზარდაცემული ჯარისკაცები გაოგნებულნი უყურებდნენ როგორ ეკიდა ცეცხლი სამხედრო ტექნიკას. იყვნენ დაღუპულებიც.
მეორე ბრიგადის საშტაბო ასეული სოფელ ყელქცეულადან გორისაკენ მიემართებოდა, მათ არ ქონდათ კავშირგაბმულობა და ამიტომ ასეულის ხელმძღვანელობამ არ იცოდა, რომ ფრონტის ხაზი არ არსებობდა და გორამდე არცერთი ქართული შენაერთი აღარ იმყოფებოდა. მიშა დვალიშვილმა სახლში დარეკა და ოჯახის წევრებს უთხრა, რომ საღამოს სახლებში იქნებოდნენ ბიჭები.
-მანამდე ერთი ლექსის დაწერას მოასწრებ, – გაეხუმრა ვიღაც.
-ქართველებს ჩვევად გვაქვს, როცა ომს ვაგებთ, ლექსების წერას ვიწყებთ ხოლმე, – შენიშნა ალექსანდრე ონიანმა. – ისტორიას გადახედეთ.
-ისე მაშინ წაგებულ ომსაც ჰყავდა გმირები, – ნაღვლიანად თქვა რომან ზოიძემ. ონიანი დაეთანხმა ნათლულს.
სოფელ შინდისთან ასეულმა ტანკები შენიშნა, ქართველებმა ერთ-ერთ ტანკზე ქართული დროშა შეამჩნიეს. კოლონამ გზა გააგრძელა და უეცრად, რკინიგზასთან, გამაყრუებელი ხმა გაისმა, ქართული კოლონის პირველი და ბოლო მანქანა ცეცხლის ალში გაეხვია, შიგ მსხდომებმა გადმოსვლა ვერ მოასწრეს… ასეულის მეთაური მიხვდა რომ ის ტანკები რუსული იყო დროშა კი სატყუარა.
-მტერი უნდა შევაჩეროთ როგორმე თორემ ასეულს გაანადგურებს; – გაიფიქრა ოცმეთაურმა ვეფხია ჯიშკარიანმა და მანქანიდან ჩამოხტა, მას ფელიქს კაკაურიძე და ილია გაბუნიაც მიჰყვნენ. კოლონამ გზა გააგრძელა, მაგრამ უკვე მოძრავი მანქანიდან კიდევ რამდენიმე ქართველი მეომარი ცამოხტა. სულ 12-მდე ქართველი შეიკრიბა.
-მოკლედ, ჩვენს კოლონას რომ უსაფრთხოდ მოძრაობის საშუალება შეეძლოს, რუსების სამიზნე ჩვენ უნდა გავხდეთ, ისეთი ცეცხლი უნდა დავანთოთ, რომ რუსებს აქ მოსვლისთვსი თავბედი ვაწყევლინოთ, – თქვა ოცმეთაურმა.
-სამაგისოდ ცოტანი ხომ არ ვართ? – იკითხა ილია გაბუნიამ.
– პირიქით, ასეთი ბევრი ჯერ არ ვყოფილვართ, – გაეღიმა მიშა დვალიშვილს.
ქართველთა ჯგუფი რკინიგზის მეორე მხარეს გადავიდა, პოზიცია დაიკავა და მტერს ცეცხლი გაუხსნა.
ამ დროს რუსული კოლონა უხალისოდ მიდიოდა და ბატალიონის მეთაური, ხარიტონოვიც სდუმდა. დუმილი რადიოკავშირმა დაარღვია, რომელმაც მათ აცნობა რომ, რუსული დაჯგუფება შინდისთან დახმარებას ითხოვდა. ისინი ქართველების ჩასაფრებაში მოყვნენ. ხარიტონოვი მეომართა ჯგუფთან ერთად შინდისისაკენ გაემართა.
შინდისში, რუსების მეთაური ადგილს ვერ პოულობდა.
-ვინ არიან ესენი, ეშმაკები თუ ქაჯები, – იმეორებდა თავისთვის.
-რამდენი იქნებიან? მოესმა მეთაურს და მხოლოდ ახლა შეამჩნია მოსული ხარიტონოვი და ჯარისკაცები.
-რას გაიგებ? ცეცხლის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ასული, შეიძლება ბატალიონიც. ჩემი მეომრები ისე დააშინეს, თვალი რომ მოვაშორო ყველა გაიქცევა. ის ქაჯები ისე არიან განლაგებულნი, პოზიციის გარღვევაზე საუბარი ზედმეტია!
გრიგორი ხარიტონოვმა გადაწყვიტა რომ რომ ისინი არ ეყოფოდნენ ქართველებს და რადიოკავშირით კიდევ ერთი დამხმარე ჯგუფი და სამხედრო ტექნიკა გამოიძახა.
ჯგუფის მეთაურმა ჩეჩნეთის ომი გაიხსენა.
– ვერაფერი გავუგე ამ ქართველებს, ხან უკანმოუხედავად გარბიან, ხან კი თავის ამოყოფის საშუალებას არ მოგცემენ. ასე არ იყო ჩეჩნეთშიც? ამის გაგონებაზე ხარიტანოვმა შუბლი შეჭმუხნა.
-გროზნოს მისადგომებთან, ჩენჩენბისგან გავიგეთ, რომ ქალაქს მათთან ერთად ქათველებიც იცავდნენ. ჩეჩნებისგან განსხვავებით, რომლებიც ომში მხოლოდ ომზე ფიქრობდნენ, ქართველები ომში გმირულად სიკვდილზე ფიქრობენ. ალბათ ამიტომა, ჩეჩნებს ორი-სამი გმირი შეიძლება გვყავდეს, ქართველებში კი თითქმის ყველა გმირია.
მიშა დვალიშვილი პოზიციაზე ჩაფიქრებული იჯდა.
-მუზები ხომ არ გესტუმრნენ? – გასძახა ფელიქს კაკაურიძემ.
-იცი, რაზე ვფიქრობ? 22 წლის ვარ და ჯერ ჩემი ქვეყნისთვის ვერაფერი გავაკეთე. -მოასწრებ, ამ ცხოვრებაში თუ არა, მეორე ცხოვრებაში მაინც. კაკაურიძე მიშას გუნებაზე მოყვანას ცდილობდა.
-ტყვია-წამალი გვითავდება, – დაიძახა ილია გაბუნიამ. ქართველები დადუმდნენ.
– როგორ ფიქრობთ, ჩვენი კოლონა უკვე სამშვიდობოს იქნება? – იკითხა რომან ზოიძემ.
ჯარისკაცებმა პასუხად მხრები აიჩეჩეს.
-მე აქედან არსად წავალ, – კუშტად თქვა ალექსანდრე ონიანმა, – ქართველმა ჯარისკაცებმა უკან ისედაც ბევრი ვირბინეთ… ბიჭები იგივე აზრზე იდგნენ. ოცმეთაურ ვეფხია ჯიშკარიანს ამის შემხედვარეს თბილად გაეღიმა.
ბრძოლა კვლავ განახლდა… ჩვენებს ტყვია-წამალი გაუთავდათ, მძიმედ იყო დაჭრილი რომან ზოიძეც.
-წადით, – ეხვეწებოდა თავზე წამომდგარ ონიანს, ალექსანდრემ ხელში ყუმბარა მოსინჯა, – აქედან ფეხს არ მოვიცვლით, მაგრამ არც ტყვედ ჩავბარდებით, – მტკიცედ თქვა და მობილურზე მოძღვრის ნომერი აკრიფა. ზარი უპასუხოდ დარჩა…
-ბიჭებო, თუ ვინმე კიდევ ცოცხალი ხართ მოიწიეთ ჩემკენ, ამ ძაღლებს ვაჩვენოთ, რომ ქათველებს ომის გარდა სიკვდილიც ღირსეული შეგვიძლია! – დაიძახა ონიანმა…
ონიანს არავინ გამომეხმაურა, იგი მიხვდა, რომ ყველაფერი დამთავრებული იყო.
-ღმერთო დაიფარე საქართველო, მას ხომ ცუდი არაფერი ჩაუდენია, – ჩაილაპარაკა და ხელყუმბარა გახსნა…
-ქართველებმა ცეცხლი შეწყვიტეს, – დაიძახა ვიღაცამ.
-თავი არ ასწიოთ, ალბათ პოზიციას იცვლიან, – დაიძახა ხარიტონოვმა… ქართვეები კი კვლავ დუმდნენ.
რუსული დაჯგუფება დაიძრა; როდესაც გრიგორი ხაროტინოვი ქართულ პოზიციას მიუახლოვდა, გაქვავდა… გაოგნებული იდგა მეორე მეთაურიც.
-ღმერთო ჩემო აქ რა ხდება? – აღმოხდა ხარიტონოვს.
-გვამები დავთვალეთ, მხოლოდ 12-ნი ყოფილან, – თქვა რუსმა ჯარისკაცმა.
-იქნებ სხვები წავიდნენ და ესენი დატოვეს, – დაეჭვდა მეთაური.
-არავინ წასულა, – გამოსცრა ხარიტონოვმა. შემდეგ ერთ-ერთი ქართველის ავტომატი დაათვალიერა, – ტყვია-წამალი გასთავებიათ.
ჯარისკაცი საშა დროზდოვი გაოცებული იდგა და არ სჯეროდა, რომ მათ თითქმის ასეულს, მხოლოდ 12 ქართველი ებრძოდა. ბატალიონის მეთაური ხაროტონოვი მდუმარედ იდა და სიგარეტს ნერვიულად ეწეოდა…
-აი ასეთი ბიჭები რომ მყოლოდა იქ… – ჩაილაპარაკა და გაბრუნდა. დროზდოვმა კი გაიფიქრა რომ იგი ჩეჩნეთს გულისხმობდა…
ამ უთანასწორო ბრძოლაში 12 ქართველი დაიღუპა. მათ წინააღმდეგ გამოყენებული იქნა თითქმის ყველა სახის იარაღი, ტანკების 125მმ-იანებით დაწყებული ნაღმტყორცნებით სხვადასხვა ქვემეხებით ტყვიამფრქვევებით დამთავრებული..
ეს კი ამ გმირების სახელები და გვარებია:
მიხეილ დვალიშვილი, მალხაზ აბაშიძე, ამირან შაინიძე, ალექსანდრე ონიანი, რუსლან წულაძე, ზვიად კაცაძე, ილია გაბუნია, რომან ზოიძე, კახა კოშაძე, ემზარ წილოსანი, ფელიქს კაკაურიძე, ვეფხია ჯიშკარიანი.
ბიჭების მამაცობით გაოგნებულმა მტერმა მათ აღარც იარაღი აჰყარა, არც ფეხსაცმელი გახადა და არც მობილურ ტელეფონებს ახლო ხელი. შინ მისვენებული ერთ-ერთი გმირის – მიხეილ დვალიშვილის მშობლებმა კი, მის სხვა პირად ნივთებთან ერთად, ჯიბეში ქაღალდის ნაგლეჯებზე დაწერილი ლექსები იპოვეს. აი, რამდენიმე სტრიქონი მეომრის ნაწერებიდან:
”ჩვენ ვართ კაცები, არ ვართ ლაჩრები, გულისკაცები და ვაჟკაცები”;
”ერთი ყუმბარა გვერდით თან გვიდევს, სიკვდილის შიში ვერ აგვატირებს.
ბევრი ვიყავით, ერთი სამარე თხილის გულივით გავინაწილეთ” …
http://dod.ucoz.hu/
აგვისტოს ომის გმირი რომელიც ომშიც და უკანასკნელ გზაზეც საკუთარმა შვილმა გააცილა
2012, 7 აგვისტო, 23:41
მის განკარგულებაში მყოფი ბიჭები ორჯერ უვნებლად გამოიყვანა და ორჯერვე შებრუნდა უკან - სხვების გამოსაყვანად. მხარში იყო დაჭრილი, მაგრამ არად ჩააგდო. ბიჭებმა უთხრეს - სახლში ცოლ-შვილი გელოდება, სადღა შერბიხარო და ამაზე უპასუხა - ვინც იქედან უნდა გამოვიყვანო, იმათ არც ცოლი ჰყავთ და არც შვილებიო... ცხინვალში შებრუნების შემდეგ ერთი ტყვია ხელში მოხვდა, მაგრამ უკან არ დაუხევია. სნაიპერი მუშაობდა და 7 ქართველი მოკლა. ზაზამ აღმოაჩინა სნაიპერის ადგილსამყოფელი და მისკენ შეუმჩნევლად წავიდა. ბიჭები ამბობენ, სნაიპერი ვერ ხედავდაო, მაგრამ მისგან მოშორებით მყოფ ქართველს როცა ესროლა, ზაზა შებრუნდა და მასთან მივიდა - იქნებ ვუშველოო. სწორედ მაშინ გამოასალმა სიცოცხლეს სნაიპერმა... ზაზა 1973 წლის 16 თებერვალს, შორაპანში დაიბადა. აფხაზეთში იბრძოდა, მერე სამხედრო საქმის სიყვარულმა თავისი გაიტანა და ერაყშიც წავიდა. იქედან დაბრუნებულმა ლამაზი ოჯახიც შექმნა: ნათიასა და ზაზას სიყვარული ქორწინებით გამტკიცდა და ერთი წლის თავზე დემეტრე, ზაზას გარდაცვალებიდან ერთი თვის შემდეგ კი ანასტასია გაჩნდა.
ნათია, ზაზა ფერაძის მეუღლე: „2 წელი ისე ვიცხოვრეთ, არც კი გვიკამათია. უდიდესი სიყვარული შეეძლო, ამ ხნის განმავლობაში გათენება მიხაროდა.
როცა დემეტრე დაიბადა და შეიყვანეს, რომ შვილი ენახა, მივიდა და დახედა. ბავშვი შებრუნებული იყო. დაუძახა და სასწაული მოხდა: დემეტრემ თავი მოაბრუნა, დააკვირდა და გაუღიმა. მანამდეც, სანამ ორსულად ვიყავი, ყოველ დილით მუცელზე ხელს გადამისვამდა და ბოხი ხმა უნაზდებოდა, ასე ეუბნებოდა: „დილა მშვიდობისა, მამა!“ და ბავშვიც მაშინვე შეინძრეოდა ხოლმე... 2 აგვისტოს დასავლეთში წავედი. 2 დღის ჩასული ვიყავი და მესამე დღეს დამირეკა, ბავშვი მენატრება და უნდა ჩამოგიყვანოთო. ვერ ჩამოვედით, დემეტრე წლისა და ოთხი თვის იყო, მე - 8 თვის ორსული და თავი შევიკავეთ საბოლოოდ. ახლა ამას საშინლად ვნანობ...“
ზაზას ცხედარი მოგვიანებით, ოქტომბერში გადმოასვენეს, მანამდე სახლში იმედი ჰქონდათ, რომ დაბრუნდებოდა. გმირი მამა უკანასკნელ გზაზე პირმშომ - დემეტრე ფერაძემ გააცილა და ეს ფოტო სწორედ უფროსი სერჟანტის დაკრძალვის დღესაა გადაღებული... ზაზა ფერაძე ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენის კავალერია.
რუსეთ-საქართველოს ომი, ასევე ცნობილი როგორც 2008 წლის სამხრეთ ოსეთის ომი, შეიარაღებული კონფლიქტი 2008 წლის აგვისტოში, ერთის მხრივ საქართველოსა და მეორეს მხრივ რუსეთის ფედერაციას შორის, ოსებსა და აფხაზებთან ერთად. ომი დაიწყო ქართულ ჯარებსა და რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტთა შორის კონფლიქტით ცხინვალის რეგიონში. ოსური დასახლებების მხრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე განუწყვეტელი საარტილერიო სროლების შემდეგ, 7 აგვისტოს საქართველომ სამხედრო ოპერაცია დაიწყო ქალაქ ცხინვალის ასაღებად. მომდევნო დღეს რუსეთმა, რომელსაც რეგიონში სამშვიდობოები ჰყავდა, ქართველთა იერიშის საპასუხოდ ცხინვალის რეგიონში საკუთარი ჯარების ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა შეიყვანა. პარალელურად, რუსეთმა საქართველოს სხვა რეგიონების საჰაერო დაბომბვაც დაიწყო. რუსებისა და ოსების ჯარები ქართველებს ცხინვალის ბრძოლაში სამი დღე ებრძოდნენ, რაც ომის ყველაზე დიდი და გადამწყვეტი ბრძოლა იყო. რუსულმა გემებმა საქართველოს შავიზღვისპირეთი დაბლოკეს და სახმელეთო ჯარები და პარაშუტისტები გ ომი დაიწყო ქართულ ჯარებსა და რუსი სამხედროებით ზურგგამაგრებულ ოს სეპარატისტთა შორის კონფლიქტით ცხინვალის რეგიონში. ოსური დასახლებების მხრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე განუწყვეტელი საარტილერიო სროლების შემდეგ, 7 აგვისტოს საქართველომ სამხედრო ოპერაცია დაიწყო ქალაქ ცხინვალის ასაღებად. მომდევნო დღეს რუსეთმა, რომელსაც რეგიონში სამშვიდობოები ჰყავდა, ქართველთა იერიშის საპასუხოდ ცხინვალის რეგიონში საკუთარი ჯარების ქვედანაყოფები და მძიმე ტექნიკა შეიყვანა. პარალელურად, რუსეთმა საქართველოს სხვა რეგიონების საჰაერო დაბომბვაც დაიწყო. რუსებისა და ოსების ჯარები ქართველებს ცხინვალის ბრძოლაში სამი დღე ებრძოდნენ, რაც ომის ყველაზე დიდი და გადამწყვეტი ბრძოლა იყო. რუსულმა გემებმა საქართველოს შავიზღვისპირეთი დაბლოკეს და სახმელეთო ჯარები და პარაშუტისტები გადმოსხეს დასავლეთ საქართველოში. 9 აგვისტოს რუსულმა და აფხაზურმა ძალებმა მეორე ფრონტი გახსნეს კოდორის ხეობაზე თავდასხმით და დასავლეთ საქართველოს შიდა ტერიტორიებში შეიჭრნენ. ხუთი დღის მძიმე ბრძოლების შემდეგ ქართული ჯარები განდევნილ იქნენ ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან. რუსების მიერ ოკუპირებულ იქნა ქალაქები ფოთი და გორი, სხვა რაიონებთან ერთად. ევროკავშირის თავმჯდომარე საფრანგეთის პრეზიდენტის შუამდგომლობით კონფლიქტურმა მხარეებმა 12 აგვისტოს მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც საქართველომ თბილისში 15 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო რუსეთმა მოსკოვში — 16 აგვისტოს. 12 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უკვე გასცა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება, თუმცა ბრძოლები უმალ არ შეწყვეტილა. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რუსეთმა საკუთარი ჯარების უმეტესი ნაწილი სამეგრელოს და შიდა ქართლის რეგიონებიდან გაიყვანა. თუმცა ამასთან ბუფერული ზონები შექმნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების გასწვრივ და სათვალთვალო პუნქტები დატოვა ფოთში, სენაკსა და პერევში.ადმოსხეს დასავლეთ საქართველოში. 9 აგვისტოს რუსულმა და აფხაზურმა ძალებმა მეორე ფრონტი გახსნეს კოდორის ხეობაზე თავდასხმით და დასავლეთ საქართველოს შიდა ტერიტორიებში შეიჭრნენ. ხუთი დღის მძიმე ბრძოლების შემდეგ ქართული ჯარები განდევნილ იქნენ ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან. რუსების მიერ ოკუპირებულ იქნა ქალაქები ფოთი და გორი, სხვა რაიონებთან ერთად. ევროკავშირის თავმჯდომარე საფრანგეთის პრეზიდენტის შუამდგომლობით კონფლიქტურმა მხარეებმა 12 აგვისტოს მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც საქართველომ თბილისში 15 აგვისტოს მოაწერა ხელი, ხოლო რუსეთმა მოსკოვში — 16 აგვისტოს. 12 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა უკვე გასცა ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება, თუმცა ბრძოლები უმალ არ შეწყვეტილა. შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ რუსეთმა საკუთარი ჯარების უმეტესი ნაწილი სამეგრელოს და შიდა ქართლის რეგიონებიდან გაიყვანა. თუმცა ამასთან ბუფერული ზონები შექმნა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების გასწვრივ და სათვალთვალო პუნქტები დატოვა ფოთში, სენაკსა და პერევში.
2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნო. რუსეთმა დაასრულა გასვლა საქართველოს დანარჩენი ტერიტორიებიდან 8 ოქტომბერს, თუმცა 2009 წლის მდგომარეობით რუსული ჯარების გაძლიერებული გარნიზონები რჩება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში (მათ შორის იმ ტერიტორიებზეც, რომლებსაც ომამდე საქართველო აკონტროლებდა). რამდენიმე ინციდენტი ორივე კონფლიქტური ზონაში კვლავაც ხდებოდა ომის დასრულებიდან რამდენიმე თვის გასვლის შემდეგ. 2009 წლის მდგომარეობით ომში მონაწილე მხარეებს შორის ურთიერთობა კვლავაც უკიდურესად დაძაბულია. ციტირებულია ვიკიპედიიდან.
მოსკოვმა 7-დან 12 აგვისტომდე 40 000 ჯარისკაცი გადაისროლა საქართველოში. რუსების ამ რეგიონში განლაგებული საერთო ძალა სამჯერ აგემატებოდა საქართველოსას.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა საომარი მოქმედების ბრძანება 7 აგვისტოს, საღამოს 23:35 საათზე მიიღო, გასცა - იმ მოსაზრებით, რომ ქართული სოფლები დაეცვა...
თავდაპირველად, ქართველებმა გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს: მათი რამდენიმე ქვედანაყოფი თამარაშენში, ცხინვალიდან ჩრდილოეთით განალაგეს, საიდანაც როკის გვირაბის შემოსასვლელის გაკონტროლება შეიძლებოდა. ჩეხური წარმოების, "დანის" ტიპის თვითმავალი დანადგარიდან და ისრაელის "გრადარების" ქვემეხებიდან დაშენილმა ჭურვებმა ნამდვილი პანიკა დათესა როკის გვირაბიდან სამხრეთისკენ მიმავალ რუსულ კოლონაში. 8 აგვისტოს დილისთვის ქართული ნაწილები უკვე ცხინვალის მნიშვნელოვან ნაწილს და მიმდებარე სიმაგლეებს აკონტროლებრნენ. ციტირებულია რონალდ ასმუსის წიგნიდან "მცირე ომი რომელმაც მსოფლიო შეძრა"
აგვისტოს ომში მრავალმა ქართველმა ვაჟკაცმა ისახელა თავი. ციტატა შალვა მისერელის ინტერვიუდან: ტანკების კოლონა იყო გაჭიმული 6 კილომეტრზე. მტერი ერედვის მხრიდან ვანატის შემოვლით შემოვიდა, დაჯგუფებულები მოდიოდნენ. ჩვენი მეორე ქვეითი ბრიგადა იდგა იმ დროს შინდისთან. ჩვენმა უფროსმა გადაწყვეტილება მიიღო გამოეძახებინა ისევ პიონერის ბრიგადა. ცეცხლი გაიხსნა თუ არა რუსების რვა ტანკი იწვოდა და ფეთქდებოდა. მაგრამ ძალიან ბევრნი იყვნენ. ჩვენმა ბიჭებმა, გმირულად იმუშავეს და უკან ცოცხალი ცოტა გაუშვეს.
ციტირებულია ucnauri.com-დან
რუსი ჯარისკაცის კომენტარი, ქართველების მიერ საარტილერიო დაბომბვისას: "აფეთქება, აფეთქებები, ყველაფერი იწვის, დაიწვა,კიდევ ერთი ჭურვი გვესროლეს. ეს არანორმალურები, ჩვენ მიზანში ამოგებას დიდხანს აპირებეენ?! მოფრინდნენ, დაგვხედეს, რაკეტა გაუშვეს და გაფრინდნენ, კოლონა გაგვინადგურეს, ტყვიებიც აგარ გვაქვს, მოკლედ უკანასკნელებივით დაგვტოვეს" ციტირებულია ucnauri.com-დან. მთელი წინააღმდეგობის და მიუხედავათ მძიმე ბრღოლების შედეგად, ქართველები, იძულებულები გახდნენ პოზიციები დაეტოვებინათ... ქართული ჯარი მეტისმეტათ მცირერიცხოვანი იყო რუსეთთან საბრძოლველად. სამხედრო ძალების უპირატესობა კი ყოველ წუთას იცვლებოდა, სამწუხაროდ, ამ ომში ქართველმა ერმა, ბოლომდე ვერ შეძლო ქვეყნის ღირსეული დაცვა, მაგრამ:
ნუ შეგაშინებს დრო-ჟამი
ჩემო სამშობლო მიწავ,
ნურც ჩვენი დაბეჩავება მშობელს რომ ვეღარ ვიცავთ. იმედი გქონგეს ხვალისა შენს სალოცავებს ვფიცავ, დაიზრდებიან ბალღები- ალგეთს ლეკვები მგლისა! (გ.ჩოხელი) " მნიშვნელობა არ აქვს , ადრე მოკვდები თუ გვიან, რადგან ბოლო მაინც ეგარის, მთავარია როგორ და რის გაკეთებას მოასწრებ...." (გ. დოჩანაშვილი). აგვისტოს ომში ბევრმა ქართველმა ისახელა თავი და მათი სახელებიც ოქროს ასოებით ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში, ჩვენი სახელოვანი გმირების გვერდით.